ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ - ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა შეიტყოთ
29-06-2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 29 ივნისს, 15:00 საათზე, 2026 წლის გამოსაცდელებისათვის მოახლოებულ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
 
შეხვედრაზე განხილული იქნება საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის: საგამოცდო ბარათის მნიშვნელობა და მასზე დატანილი ინფორმაცია, საგამოცდო წესები და პროცედურები, პასუხების ფურცელთან მუშაობის ინსტრუქცია და სხვა.
 
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია გაბუნია გაუძღვება.
 
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მითითებული ბმულის გამოყენებით: https://bit.ly/44yVVcE
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203