„იდეების რეალობად ქცევა შესაძლებელია“ - პერევის საჯარო სკოლის STEM კლუბის ნაყოფიერი სასწავლო წელი 
26-06-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამირებასინჟინერიასა და თანამედროვე ტექნოლოგიბის გამოყენებას საკლუბო მუშაობის ფარგლებში სწავლობენ. 

სკოლაში შექმნილია STEM კლუბი, რომლის მიზანია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა და ამ დისციპლინებში პროექტების შექმნის უნარების განვითარება.

2025-2026 წელი კლუბისთვის მეტად საინტერესოდ წარიმართა - მოსწავლეებმა არაერთ საინტერესო მინიპროექტზე იმუშავეს და სოფლის მაკეტიც შექმნეს.

სკოლაში STEM კლუბის ერთწლიანი მუშაობის ისტორიას საინტერესო ვიდეორგოლით გვიზიარებენ.

„ერთწლიანი მუშაობა ამ პატარა, მნიშვნელოვან ვიდეოში ჩაატია ჩემმა ყოჩაღმა გოგომ - სალომე ბერიძემ. ეს პროექტი ასეთი მასშტაბური ვერ იქნებოდა მაია ნიკოლაიშვილისა და მთელი სკოლის მხარდაჭერის გარეშე. stem start ამით გემშვიდობებათ სექტემბრამდე. დავბრუნდებით ბევრი საინტერესო პროექტით“,- აღნიშნავს პედაგოგი ნატალი მაკასარაშვილი. 

ვიდერგოლი მოსწავლე - სალომე ბერიძემ მოამზადა. 

„STEM კლუბმა გვასწავლა, რომ იდეების რეალობად ქცევა შესაძლებელია, როცა ცოდნას შრომასა და მონდომებას ერთმანეთს ვუთავსებთ“,- აღნიშნავს მოსწავლე და კლუბის მუშაობის შესახებ გვიყვება. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203