
2026 წლის გამოსაცდელების საყურადღებოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რა შემთხვევაში არ გასწორდება აპლიკანტის პასუხების ფურცელი.
ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია;
გამოსაცდელი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.