ნიგვზარის საჯარო სკოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
26-06-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს. 

გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიებამ გააერთიანა, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი და საზეიმო ნომრები. 

აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, რაც როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი დამრიგებლისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

დამრიგებელმა ლია ადუაშვილმა ბავშვებს გზა დაულოცა და ბედნიერი ბავშვობა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„წარმატებული სასწავლო წლის ბედნიერი დასასრული! მადლობა კიდევ ერთი ლამაზი დღისთვის!“,- აღნიშნავს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203