კორბოულის N1 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დააგვირგვინეს
26-06-2026

ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, „დედაენასა და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს და წარმატებით წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. 

ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა პატარებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

„ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაასრულეს. გისურვებთ ფერად, მხიარულ და დაუვიწყარ ზაფხულის არდადეგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203