„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“ - პრემიერი
26-06-2026

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2020 წლიდან საშუალო ხელფასი ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა.

„სწრაფი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე - გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს ამ თანხამ 2283 ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი 312 ლარით გაიზარდა.

გარდა ამისა, 2020 წელს საშუალო ხელფასი 1191 ლარი იყო, 5 წლის თავზე კი გაორმაგებულია და ესაა უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

ამ პერიოდში, საშუალო ხელფასი შვიდნახევარჯერ ასწრებდა ინფლაციას, თუმცა გამოწვევებიც არის და მიუხედავად იმისა, მაჩვენებელი შემცირებულია, საქართველოში დაახლოებით 280 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის მიღმა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203