
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ფინანსური წიგნირების დონის ამაღლებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან კამპანიას შეუერთდა.
„ფულის გლობალური კვირეულის“ ფარგლებში, სკოლაში ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ მხარდაჭერით, საინტერესო ტრენინგი ჩატარდა.
სკოლამ „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებმაც მოსწავლეებს ფულის სწორად მართვასა და დაზოგვაზე ესაუბრნენ.
შეხვედრას VIII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ტრენინგის მიზანი მოზარდებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება იყო, სადაც ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე:
თეორიულ ნაწილთან ერთად, შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოებში, სახალისო დავალებებსა და დისკუსიაში.
„დიდ მადლობას ვუხდით სტუმრებს მობრძანებისთვის, „ფინედუს“ კი - ამ საჭირო და უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: