
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა.
ქვეყნის ისტორიის, რელიგიისა და საუკეთესო ტრადიციების სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული საგანმანათლებლო დღეები 15 ივნისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდა და არაერთი თემატური ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა.
შთამბეჭდავი იყო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება.
ღონისძიებამ „მოდიოდა ნინო მთებით...“, ერთგვარად შეაჯამა წინა დღეების ნამუშევარი და ლექსებით, სიმღერებით და საგალობლებით გაამრავალფეროვნა კვირეულის მეხუთე დღე.
მოსწავლეებმა ფიცი დადეს, რომ ეყვარებათ და დაიცავენ მამულს, ენას და სარწმუნოებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: