საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეები შემეცნებითი ექსკურსიით რაჭას ესტუმრნენ
26-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მოსწავლეები, დამრიგებლის - მაყვალა ანთაძის ხელმძღვანელობით, რაჭას ესტუმრნენ, სადაც რეგიონის გამორჩეული ისტორიული, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს.

მოსწავლეებმა მოილოცეს ნიკორწმინდის ტაძარი, გოგნის წმინდა გიორგის მონასტერი, ცხრაჯვარი და ბარაკონის ტაძარი.

ისინი გაეცნენ ამ ისტორიული ძეგლების მრავალსაუკუნოვან წარსულს, არქიტექტურულ თავისებურებებსა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი საქართველოს კულტურულ და სულიერ ცხოვრებაში ასრულებენ.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში ახალგაზრდებმა ასევე მოინახულეს ონის სინაგოგა - საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი , რომელიც ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურისა და ტოლერანტობის სიმბოლოდ მიიჩნევა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა სიყვარულის ჩანჩქერმაც, სადაც მოსწავლეებმა რაჭის ულამაზესი ბუნებით დატკბნენ.

შემეცნებითი ექსკურსია XI კლასის ხელმძღვანელის, მაყვალა ანთაძის, ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით გაიმართა და მოსწავლეებისთვის საინტერესო, შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203