საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა თემაზე - „ოჯახში ძალადობა“ - იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
26-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება. 

აღსანიშნავია, XI კლასში გამართული იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე - „ოჯახში ძალადობა“. 

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ოჯახური ძალადობის პრობლემის გააზრება, ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის წარმოჩენა, ასევე კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება.

მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმეებისა და სხვა პროცესში მონაწილე მხარეების როლები. მათ განიხილეს საქმის გარემოებები, წარმოადგინეს მტკიცებულებები, სამართლებრივი არგუმენტები და საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილებაც გამოიტანეს.

მსგავსი პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციებთან დაკავშირებაში, ავითარებს სამოქალაქო ცნობიერებას, იმავდროულად ხელს უწყობს სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების მიმართ, როგორიც ოჯახში ძალადობაა.

XI კლასის ხელმძღვანელი თამთა ხარატიშვილი გახლავთ, მოსწავლეთა მოქალაქეობის მასწავლებელი კი თეა ხარაზიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203