ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლები მოინახულეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
პედაგოგ მარინე მაისურაძის ხელმძღვანელობით, მე-6-მე-7 კლასების მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად გაემგზავრნენ.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების - ჭულესა და ზარზმის მონასტრების მონახულება სასწავლო-შემეცნებითი პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ეფუძნება შემდეგ საჭიროებებს:
- ექსკურსია არაქართულენოვან მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკლასო ოთახის მიღმა, რეალურ გარემოში გამოიყენონ ქართული ენა, დაამყარონ კომუნიკაცია და დაძლიონ ენობრივი ბარიერი.
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების ადგილზე გაცნობა ხელს უწყობს მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციას, საერთო ფასეულობების გაზიარებასა და ქვეყნის ისტორიისადმი ინტერესის გაღრმავებას.
- ვიზუალური და აღთქმითი სწავლება მოსწავლეებს ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გააზრებაში. საგაკვეთილო პროცესის გარეთ აქტივობები კიდევ უფრო აახლოებს მოსწავლეებს, უვითარებს მათ გუნდური მუშაობის, ურთიერთდახმარებისა და თემში ქცევის წესებს.
ექკუსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ბავშვები საგანმაანთლებლო მოგზაურობიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: