შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026
25-06-2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.

გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს შეუძლია თან იქონიოს მხოლოდ: წყალი პლასტმასის ბოთლით, პირადი ჰიგიენის ნივთები, საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით).

გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.

დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203