საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელები შემეცნებით-გასართობი ექსკურსიით ბოლნისს ესტუმრნენ
25-06-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელებისთვის სასწავლო წელი გასვლითი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მე-3 კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის - ლია შარიქაძის ხელმძღვანელობით, შემეცნებით-გასართობ ექსკურსიით ბოლნისში გაემგზავრნენ. 

მოსწავლეებმა მოილოცეს ბოლნისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მოიხიბლნენ უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის მშვენიერებით. შემდეგ მოინახულეს სულხან საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი და დიდი ინტერესით დაათვალიერეს XIX-XX საუკუნეების ეთნოგრაფიული ნივთები, სულხან-საბას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, ხელნაწერები და მისი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა. 

ექსკურსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203