
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. წარმატებით წარიმართა ბილინგვური სწავლება, რომელიც 15 ივნისს საინტერესო ღონისძიებით შეჯამდა.
ბავრის საჯარო სკოლის ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა 15 ივნისს ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებო დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენებზე ლექსები მხატვრულად წარმოთქვეს, იმღერეს, იცეკვეს, შეასრულეს აჭარული განდაგანა და რაჭული .
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, თემის წარმომადგენლები.
„სკოლის პედკოლექტივის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბილინგვური სწავლების სპეციალისტების, ნაყოფიერი და უანგარო შრომისთვის, ხატია მაღრაძეს, ლეილა კარაპეტიანს, ალვარტ მადოიანს ლუსინე მანასიანს. ვუსურვებთ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებელთა შემოქმედებითი მიდგომები.
იხილეთ ფოტოები: