ქართული ენის, კულტურის, პოეზიის, ტრადიციების პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიება ბუღაშენის საჯარო სკოლაში​​
25-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ენობრივი ცოდნის გამდიდრების მიზნით, კი სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

რაღა თქმა უნდა, გამორჩეულად აღინიშნა ქართული ენის დღე.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა. 

„არაქართულენოვანი სკოლებში სახელმწიფო ენის  სწავლება და პოპულარიზაცია განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ენის დღის აღნიშვნა არ ატარებს მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს, არამედ  წარმოადგენს ენობრივი ბარიერების დაძლევისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ეფექტურ ინსტრუმენტს. 

მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის მნიშვნელობისა და მისი ისტორიული როლის გაცნობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. არაფორმალური გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება პრაქტიკაში გამოიყენონ ნასწავლი ლექსიკური მასალა და გრამატიკული კონსტრუქციები. ქართული კულტურის, პოეზიისა  და ტრადიციების გაზიარება, რაც ხელს უწყობს მულტიკულტურულ გარემოში ურთიერთპატივისცემისა და საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203