„ეკოლოგია და ბუნება“ - ბუღაშენის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 
25-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში, 14 მაისს, არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტის - „ეკოლოგია და ბუნება“ - პრეზენტაცია.

პროექტი პედაგოგმა მარინე მაისურაძემ XI კლასელებთან ერთად განახორციელა. 

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და საკუთარი თემის მიმართ ზრუნვის კულტურის განვითარებას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ არაქართულენოვან თემში მიმდინარეობს და სახელმწიფო ენის სწავლება მხოლოდ სასწავლო პროცესით არ შემოიფარგლება. ენის შესწავლასთან ერთად, მოსწავლეები სწავლობენ თანამშრომლობას, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, გარემოზე ზრუნვას და საკუთარ სოფელში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნას.

პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა განხორციელდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციური პრაქტიკული ნაწილი გახდა, სოფლის შემოსასვლელში, გზის ორივე მხარეს, გაშენდა მარადმწვანე წიწვოვანი ნარგავების ხეივანი, რომელსაც სიმბოლურად „მომავლის ფესვები“ დაერქმევა და XI კლასელების სახელთან იქნება დაკავშირებული.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ეკა დანელია, ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი - მელქონ მაკარიანი, მოადგილე - თეიმურაზ მჭედლიძე, საკრებულოს თავმჯდომარე - რუბენ პალიანი, მისი მოადგილე - ნაირი ირიციანი, სრულიად სასკოლო საზოგადოება და სხვანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203