
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ნინო სამხარაულის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის კონფერენციას შეუერთდნენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ჩატარებულ კონფერენციაში მოსწავლეებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს.
მოსწავლეებმა თემები ქიმიის სექციაში წარადგინეს, პრეზენტაციები მოიცავდა ექსპერიმენტულ კვლევებს, რამაც უნივერსიტეტის წარომადგენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
პედაგოგი ნინო სამხარაული გვიზიარებს უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენლის შეფასებას, მინაწერით
„როდესაც უნივერსიტეტი-უმაღლესი განათლების წარმომადგენლობითი ორგანო, მსგავს შეფასებას აკეთებს შენს პროფესიულ საქმიანობაზე, გიასმაგდება სურვილი-იყო უკეთესი მასწავლებელი!
ცოდნა ძალაა!!! არ გაჩერდე განათლების გზაზე!!!“.
იხილეთ ვიდეო: