ბავშვთა დაცვის ფერადი დღესასწაული ბურნაშეთის საჯარო სკოლაში
25-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ბედნიერი სასკოლო ცხოვრება უზრუნველყონ. იმართება არაერთი ღონისძიება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებისკენ. 

რაღა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 

1-ელ ივნისს, სკოლაში, სახალისო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება, რომელმაც არაერთი სახალისო, შემოქმედებითი თუ საზეიმო აქტივობა გააერთიანა. 

ბავშვებმა ბევრი იხალისეს, იცეკვეს, იმღერეს და მართლაც დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა სანამ ქოჩოიანმა

იხილეთ ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203