
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
პატარებმა, დამრიგებლის - არაქსია აღაბაბიანის ხელმძღვანელობით, ანბანის ზეიმი გამართეს და სასწავლო მიღწევები აღნიშნეს.
ღონისძიებამ საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და საზეიმო ნომრების გააერთიანა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და წარმატებით წარმოაჩინეს, თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2 და მე-3 კლასელებიც.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: