ბურნაშეთის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე ღონისძიებით გააცილა
25-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია. 

მოსწავლეებმა სკოლის დამთავრების აღსანიშნავად საოცარი სანახაობა წარმოადგინეს. ღონისძიებას ორგანიზება ХII კლასის დამრიგებელმა ვალია დავთიანმა გაუწია. 

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა თაობათა შეხვედრა - მე-12 კლასელებისგან ესტაფეტა პირველკლასელებმა გადაიბარეს. 

ეს დღე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203