მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ
25-06-2026

ახალციხეში, სასტუმროს მეორე სართულიდან 15 წლის მოსწავლე გადმოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მცირე ჭრილობები ჰქონდა, დავტოვეთ დაკვირვების ქვეშ და დღეს გავწერთ, მისი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია“, - ამბობენ სამედიცინო დაწესებულებაში.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 115–ე მუხლით დაიწყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსწავლეები ახალციხეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. შემთხვევა ქალაქში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა - ინფორმაციას „სამხრეთის კარბიჭე“ ავრცელებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203