სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა
27-06-2026

განათლების მინისტრის ბრძანებით, სამეთვალყურეო საბჭოს, რომელსაც სასწავლო პროცესის განხორციელების ხელშეწყობა ევალება ახალი ფუნქციები დაემატა.

კერძოდ:

ვ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში მომხმარებელთა გადამზადება, მათ შორის, ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;

ზ) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, მომხმარებელთა სახელმძღვანელოების და ინსტრუქციების შემუშავება;

თ) მომხმარებელთა დისტანციური მხარდაჭერის ერთიანი სისტემის (სატელეფონო ცენტრი) ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, მომხმარებელთა მიმართვების მიღება და კონსულტაციის გაწევა;

ი) ციფრული სერვისებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების აღრიცხვა და ანალიზი, სისტემების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203