
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასი წარმატებით დაასრულეს. დაწყებითი საფეხურის ნაყოფიერი ოთხი წელიწადი კი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერების განცდით.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - მარლენა პეტროსიანმა.
მე-4 კლასელებმა სასწავლო მიღწევები დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარუდგინეს და პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.
მათ ლექსებითა და სიმღერებით, სასცენო დადგმებითა თუ საგანმანათლებლო აქტივობებით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ის ცოდნა და უნარები, რომელიც დაწყებითი საფეხურის პირველი ოთხი წლის განმავლობაში შეიძინეს.
დღე მეტად ამაღელვებელი იყო როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.
პედაგოგმა მარლენა პეტროსიანმმა ბავშვებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
იხილეთ ვიდეო: