
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აგრძელებს ვებინარების ციკლს სპეციალური მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლობის მსურველებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ციკლის მეოთხე ვებინარი 26 ივნისს, 16:00 საათზე გაიმართება.
ვებინარში მონაწილეობა შესაძლებელია მითითებულ დროს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის გამოყენებით:
ვებინარის თემაა - „ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, როგორც პროგრესის ინსტრუმენტი - ინტერვენციები და მასწავლებელთა კოორდინირებული თანამშრომლობა“.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
როგორ ვაქციოთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ფორმალური დოკუმენტიდან რეალურ სამუშაო დოკუმენტად;
ინტერვენციის დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება;
გუნდური თანამშრომლობის მნიშვნელობა მოსწავლის პროგრესის მხარდაჭერისთვის.
ვებინარის მომხსენებელია თეონა არახამია –„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის კოორდინატორი; ფასილიტატორი – პროგრამის კონსულტანტი ნათია შერბაკოვა.