ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლე მარიამ ასათიანი izrune.ge-ს ტესტებსა და „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა
24-06-2026

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლის - მარიამ ასათიანის წარმატებით ხარობენ. 

აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლე 20 ივნისს, izrune.ge-ს ღონისძიებაზე საზეიმოდ დაჯილდოვდა. 

მარიამ ასათიანი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და ​მამოტივირებელ საგანმანათლებლო ტესტებს წარმატებით ასრულებს. 

გარდა ამისა ის „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეა. მან izrune.ge-ს ყველა ტესტი უმაღლეს ქულაზე შეასრულა, გარდა ამისა, „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის და მათემატიკის ოლიმპიადების ლიდერთა ათეულის წევრია, ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადაში კი, საქართველოს მასშტაბით, შესაბამისი კლასის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. 

ღონისძიებაზე მოსწავლის მიღწევები პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა. მოსწავლეს მიღწევები მიულოცა და კუთვნილი ჯილდო გადასცა. 

,ჩვენი აუწონელი გოგო“- ასე აფასებენ მოსწავლის წარმატებას სკოლაში და სჯერათ, მარიამის მიღწევებით კიდევ არაერთხელ იამაყებენ. 

„ჩემი ოქროს გოგოა მარიამი, ჭკვიანი და ნიჭიერი. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გამარჯვებებით“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203