მიასნიკიანის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა საინტერესო, სახალისო-შემოქმედებით პროექტზე იმუშავეს
24-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა. სასწავლო პროცესი გაჯარებული იყო საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით, პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახა. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასი განხორციელებული პროექტი თემაზე - „წელიწადის დროები“, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

პროექტი მოიცავდა არაერთ საინტერესო, სახალისო  და შემოქმედებით აქტივობას - მოსწავლეებმა ოთხივე სეზონის მახასიათებლებზე ისაუბრეს, პლაკატიც დაამზადეს და საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203