გოგაშენის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს 
24-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლამ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე კიდევ ერთი თაობა გააცილა და კეთილი სურვილები გაატანა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია. 

გაიმართა ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ეს დღე როგორც მე-12 კლასელებისთვის, ისე მათი პედაგოგებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

კურსდამთავრებულებმა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს, დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და ბედნიერი მომავალი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203