
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. საბაზო სკოლის წარმატებით დამთავრების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.
ღონისძიება მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო პროგრამით წარიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და გააცოცხლეს დაუვიწყარი მოგონებები, მადლობა გადაუხადეს დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის.
დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: