„მადლობას გიხდით იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც დებთ მთელი სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის“-იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია იუბილარია
24-06-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია იუბილარია.

დირექტორი საკუთარ პროფესიას გულანთებული ემსახურება, სკოლის კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს და მადლიერებასა და დიდ პატივისცემას იმსახურებს. სკოლაში აფასებენ იმ შრომას,  ამაგს, რომელსაც ის სასკოლო საზოგადოების განვითარებაში დებს. 

სკოლის თანამშრომლები დირექტორის დაბადების დღე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ. 

„ლალი მასწავლებელო გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს და უამრავ წარმატებას. თქვენი შრომა, პასუხისმგებლობა და ზრუნვა ჩვენი სკოლის განვითარებისთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია. მადლობას გიხდით იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის. გისურვებთ კიდევ მრავალ ბედნიერ და ნაყოფიერ წელს! გვიყვარხართ და გვეიმედებით“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203