„დნმ-ის მათემატიკური საიდუმლო“ - საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩოლურის საჯარო სკოლაში
24-06-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი წარიმართა. პედაგოგებმა ბავშვებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზეს და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. 

აღსანიშნავია, მე-11 კლასში მათემატიკისა და ბიოლოგიის ინტეგრირებით ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „დნმ-ის მათემატიკური საიდუმლო“.

გაკვეთილი ერთობლივად ჩაატარეს ბიოლოგიის პედაგოგმა, ქეთინო ჯინჭარაძემ და მათემატიკის პედაგოგმა, ნანა შუბითიძემ.

გაკვეთილის დახმარებით მოსწავლეებმა პრაქტიკულად დაინახეს, თუ როგორ უკავშირდება მათემატიკა ბიოლოგიას: კომბინატორიკა დნმ-ის კოდონების გამოთვლაში, ალბათობის თეორია — პენეტის კვადრატსა და შთამომავლობის პროგნოზირებაში, ხოლო ალგებრა — ჰარდი-ვაინბერგის პრინციპსა და პოპულაციურ გენეტიკაში.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი მარინე ლიპარტელიანი და სკოლის პედაგოგები.

სასწავლო პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. გაკვეთილის შეჯამებამ კი აჩვენა, რომ მათ ღრმად გააცნობიერეს საგნების ინტეგრაციის მნიშვნელობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას, პრაქტიკულ უნარებს და საგნებს შორის კავშირების დანახვას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203