„სახალისო  მათემატიკა“​ - მუხრანას საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა 
24-06-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია, მუხრანასა და ხიდისყურის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის გამართული კონკურსი - „სახალისო  მათემატიკა“.

მათემატიკურ კონკურსში მე-5, მე-6 კლასების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. ღონისძიებას პედაგოგი გულნარა მუსტაფაევა ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

კონკურსი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა. სწორედ ეს იყო პედაგოგის ჩანაფიქრიც, რომელიც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203