
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
მათ შორის მოსწავლეები - ირაკლი აბულაძე, მათე ვაშალომიძე და თიკა მაისურაძე აქტიურად შეუერთდნენ გაეროს მოდელირების პროექტს.
გაეროს მოდელირების პროექტი ოზურგეთში ახალგაზრდობის სააგენტომ გამართა.
რეგიონულ მოდელირებაში ჯამში 84 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის ოზურგეთიდან 45-მდე მოსწავლე.
ახალგაზრდებმა იმუშავეს თემატურ კომიტეტებში და იმსჯელეს თანამედროვე გლობალურ საკითხებზე.
იხილეთ ვიდეო: