ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქალაქო ლიტერატურულ კონკურსში
24-06-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა თუ ღონისძიებაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

28 მაისს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, გაიმართა საქალაქო კონკურსში - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ზეპირად“ - გამარჯვებულ მოსწავლეთა საზეიმო დაჯილდოება.

კონკურსში მონაწილეობდნენ ქუთაისის კერძო და საჯარო, წყალტობოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ ასამდე კონკურსანტი.

მათ შორის იყვნენ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები VIII და V კლასების მოსწავლეები, რომლებიც ჟიურის წინაშე ბრწყინვალედ წარდგნენ. 

ილია ჭიპაშვილმა 50-დან 50 ქულა მოიპოვა, მერაბ ქუთათელაძენ 46 ქულა, გაბრიელ ტყეშელაშვილმა 45 ქულა, ლუკა გენელიძე 44 და  ანამარია ტყაბლაძემაც 44. 

კონკურსის მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

მოსწავლეთა წარმატებით განსაკუთრებით ამაყია მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - რუსუდან ხობუა

არ იყო ადვილი ამ ეტაპამდე მისვლა!!! „ვეფხისტყაოსნის„ სტროფებთან მიახლება, ასაკის შესაბამისად გაგება- გააზრება!!!

პირიქით, რთულიც იყო, მაგრამ სასიამოვნო!!!

ბავშვებო, გახარებულია თქვენი მასწი!!!“,- წერს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203