გამოცდაზე არ დაიშვებით, თუ... - შეიძლება თუ არა საგამოცდო ბარათის გადაკეცვა
24-06-2026

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა გამოსაცდელს შეახსენებს, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის თარიღი, ადგილი და რეგისტრაციის დრო;

დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი ხელახლა ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან - online.naec.ge მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი;

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა;

ბარათის გადაკეცვა დასაშვებია ისე, რომ არ დაზიანდეს შტრიხკოდი;

ყურადღებით გადაამოწმეთ მასზე მითითებული მონაცემები - დაგვიანების ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203