სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა, დამრიგებელთან ერთად, გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს
24-06-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა სკოლის დამთავრება დამრიგებელთან - ნანა ჩიტრეკაშვილთან ერთად აღნიშნეს. 

მოსწავლეები პედაგოგის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე ცენტრალურ პარკს სტუმრობდნენ.

მოსწავლეები პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეებს სტუმრობდნენ და შემეცნებით-გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. 

დღის ბოლოს კი დამრიგებელთან ერთად საზეიმოდ ტორტი გაჭრეს და გეგმებსა და ოცნებებზე ისაუბრეს. 

გასვლით ღონისძიებას კი წინ უძღვოდა საზეიმო „ბოლო ზარი“. სკოლამ კურსდამთავრებულებს ლამაზი გამოსამსვიდობებელი ღონისძიება მოუწყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203