მოსწავლეებს სკოლის შეფასება დაევალათ - სპეციალური კითხვარის შევსების ვადები და ინსტრუქცია
სკოლებში ელექტრონული კითხვარების შევსება 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება - სკოლის მიერ საჭიროებების განსაზღვრის ვალდებულება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაშია გაწერილი.
ამჯერად ყურადღებას მოსწავლეთა კითხვარზე გავამახვილებთ, როგორც ინსტრუქციაში წერია, საჭიროებების დადგენის კითხვარის მიზანია სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოსწავლეთა აზრის შესწავლა.
კითხვარის დახმარებით:
გავიგებთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა და რა მდგომარეობაა სკოლაში;
გამოვავლენთ, რა გამოსდის სკოლას კარგად;
დავინახავთ, რა არის გასაუმჯობესებელი.
მოსწავლის პასუხები დაეხმარება სკოლას, უკეთ დაგეგმოს ცვლილებები და გააუმჯობესოს სასწავლო გარემო.
კითხვარს ავსებს საბაზო (7-9 კლასი) ან საშუალო(10-12 კლასი) საფეხურის მოსწავლე.