სართიჭალის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება დედაენის ბაღში აღნიშნეს 
24-06-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2025-2026 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასწავლო მიღწევების აღსანიშნად კი დამრიგებლის - ნონა კავთუაშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის ბაღს სტუმრობდნენ, 

მოსწავლეებმა დედაენის ძეგლთან ქართულ ანბანსა და დამწერლობას ლექსებით შეასხეს ხოტბა, გაიხსენეს იაკობ გოგებაშივილი, მისი ღვაწლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში და მისი შექმნილი დედაენაც აქეს და ადიდეს

მოსწავლეებმა პარკშიც გაისეირნეს და ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

დამრიგებელმა ბავშვებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბავშვები დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203