
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივა განხორციელდა.
მათ შორის წარმატებით დასრულდა X-XI კლასის მოსწავლეთა პროექტი - „სვანური კოშკი და გეომეტრია“.
კონსულტანტ-მასწავლებელ ნანი შუბითიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა, განახორციელეს გეომეტრიული ანალიზი და გამოთვლები, შექმნეს ტექნიკური ნახაზები (წინხედი, გვერდხედი, ზედხედი), ხის ოსტატთან, ანდრო მუკბანიანთან, ერთად დაამზადეს 1.20 მეტრი სიმაღლის განათებული ხის სვანური კოშკი. პროექტის დასასრულს მოაწყეს საჯარო პრეზენტაცია და გამოფენა.
შექმნილი კოშკი დღეს სკოლის ინტერიერს ამშვენებს და წარმოადგენს მოსწავლეთა შემოქმედებითი მუშაობის შედეგს.
იხილეთ ფოტოები: