
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოა. პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა განათლებაზე, ისე მათ მოტივაციაზე, ამაღლებულ განწყობაზე და მოწაფეებისთვის ბედნიერ სასკოლო ცხოვრებას უზრუნველყოფენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში დიდი ჟრიამულით აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე.
ამ დღეს სკოლაში სპორტის მასწავლებლებმა გამართეს სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და გუნდური სულისკვეთებით მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში.
გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ვულოცავთ მათ წარმატებას და ყველა ბავშვს ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ნათელ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: