მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ
23-06-2026

სკოლა ვალდებულია, სასწავლო წლის დაწყებამდე, გააანალიზოს საკუთარი საქმიანობა, განსაზღვროს საჭიროებები მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე დაგეგმოს შესაბამისი ფუნქციების განაწილება - აღნიშნულს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ ითვალისწინებს.

შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმა/კითხვარი, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების თითოეული მხარის - სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობას შესაბამისი კითხვარების შევსების გზით; შესაბამისად, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ გამოწვევები და საჭიროებები, დაგეგმონ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები და მტკიცებულებებზე დაფუძნებით განსაზღვრონ ფუნქციები კარიერული წინსვლის მიმართულებების შესაბამისად.

„გთხოვთ, უზრუნველყოთ კითხვარის ბმულების დროული გაზიარება შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის (მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის).

ამასთან, თითოეული პოზიციისთვის (ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) განკუთვნილი უნიკალური კოდები სკოლებს გაეგზავნებათ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე. სკოლამ უნდა უზრუნველყოს კითხვარის ბმულთან ერთად შესაბამისი უნიკალური კოდების მიწოდებათითოეული პირისთვის“, - სკოლებმა შეტყობინება უკვე მიიღეს და კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ.

აღსანიშნავია, რომ პასუხები იქნება ანონიმური.

კითხვარის შევსების ვიდეოინსტრუქცია მასწავლებლებისთვის 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203