მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები
25-06-2026

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების წესში ცვლილებები შევიდა. ახლებურად განისაზღვრა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები:

ა) ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მოძიება, მათი გამოყენების საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;

ბ) საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების კვლევა, ანალიტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) ციფრული საგანმანათლებლო რესურსების, პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარების მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური მიდგომების ინიცირება;

ე) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციების, საერთაშორისო პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში განათლების სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის და ინოვაციების ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა;

თ) საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მეთოდური, საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში პროექტების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203