
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მოზარდებს სასიამოვნო ემოციებთან ერთად ახალი გამოცდილებაც შესძინა.
ღონისძიებას კლასების ხელმძღვანელმა პედაგოგებმა - ნინო ქვარიანმა და ლეილა ნადიროვამ გაუწიეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ექსკურსიის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეთა არაფორმალურ გარემოში სოციალიზაცია, გუნდურობის ამაღლება და ბუნებასთან ინტეგრაცია.
მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს.
ბუნების წიაღში გატარებულმა დღემ მოსწავლეთა დამეგობრებას შეუწყო ხელი და ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა. გასვლითი ღონისძიება მონაწილეებისთვის დაუვიწყარ და სასიამოვნო მოგონებად იქცა.