
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა.
ლიტერატურული კვირეული, 15 ივნისიდან 19 ივნისამდე გაგრძელდა და არაერთი თემატური საგანმანათლებლო ღონისძიება გააერთიანა.
კვირეულის - „ქრისტიანობის 1700 წელი“ - მესამე დღეს ჩატარდა ლიტერატურული ვიქტორინა - „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“.
ლიტერატურული პაექრობა ორ გუნდს - „აისსა“ და „ცისკარს“ - შორის წარიმართა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვირეულის პირველი და მეორე დღის განმავლობაში „სულს დაჩენილი“ განცდებითა და ემოციებით მოსწავლეებმა შეძლეს პასუხის გაცემა ვიქტორინის ყველა კითხვაზე.
ორივე გუნდი შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: