ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება, სამშობლოს სიყვარულსა და ადამიანურ ღირებულებებს მიეძღვნა
23-06-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. 

გაიმართა IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება ღონისძიება, რომელის მიზანი ცოდნის შეჯამება და პირველ მასწავლებელთან გამომშვიდობება გახლდათ. 

მოსწავლეებმა სცენაზე საოცარი პატრიოტული სანახაობა დადგეს. ღონისძიების მთავარი თემატიკა სამშობლოს სიყვარულსა და ადამიანურ ღირებულებებს მიეძღვნა, რაც ბავშვებმა ემოციურად და გააზრებულად გადმოსცეს.

საზეიმო განწყობას ენერგიული იუმორისტული თუ მუსიკალური ნომრები და ულამაზესი ცეკვები ენაცვლებოდა. მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლებიც.

ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელს - ნატო დავლაძეს, რომელმაც მათ ცოდნასთან ერთად, მეგობრობა და ერთგულება ასწავლა.

ასევე, ღონისძიებას სტუმრობდნენ მომავალი პირველკლასელები. 

სკოლაში კიდევ ერთხელ ულოცავენ მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრებას და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, ასახელონ მასწავლებელი, სკოლა და ქვეყენა. 

„ვულოცავთ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ, რომ ეს პირველი წარმატებული ნაბიჯები მომავალში კიდევ უფრო დიდ ასპარეზზე გაგრძელებულიყოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203