კუმურდოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის შესწავლა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს 
23-06-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა „ანბანის ზეიმი“ გამართეს და სასწავლო მიღწევები აღნიშნეს. 

ბავშვებმა უკვე კარგად იციან მშობლიური ანბანი და წიგნიერების სამყაროშიც თამამად შეაბიჯეს. ამ ლამაზი ღონისძიებით კი წარმოაჩინეს თუ რამდენი რამ ისწავლეს ამ ერთი წლის განმავლობაში და პედაგოგი და მშობლები სიამაყით აავსეს. 

„დღეს, პატარა გულებში უკვე ცხოვრობენ დიდი ოცნებები, რადგან მათ შეიცნეს ასოების ჯადოსნური სამყარო. ანბანის თითოეული ასო გახდა ახალი გზის დასაწყისი ცოდნისკენ, სიკეთისკენ და სინათლისკენ.

ანბანი ბავშვების პირველი და ყველაზე ძვირფასი მეგობარია, რომელმაც მათ კითხვა, ოცნება და რწმენა ასწავლა. ეს პატარა ნაბიჯი ხვალ დიდი წარმატებების დასაწყისი იქნება.

დაე, თქვენი გზა ყოველთვის სავსე იყოს წიგნების სურნელით, ღიმილითა და ახალი გამარჯვებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203