
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდს და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩა პროექტებით სწავლება.
აღსანიშნავია, მე-10ბ კლასში განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „მუსიკათერაპია და პიროვნების სოციალიზაცია“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თემა აქტუალურია დღევანდელი რეალობისთვის და მსმენელმა დიდი ინტერესით მიიღო იგი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მუსიკათერაპიის მნიშვნელობაზე მისი ჩასახვის დღიდან - დღემდე. განიხილეს თერაპიის მეთოდები და პრაქტიკაში განახორციელეს მასთან დაკავშირებული აქტივობები.
„პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა საფეხურის, სსსმ და ტიპური განვითარების მოსწავლეები ერთად. აუდიტორიამ დადებითად შეაფასა პრეზენტაცია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: