ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა კითხვის კლუბის მუშაობა შემოქმედებითად შეაჯამეს 
23-06-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებით კლასებიდანვე ასწავლიან. 

სწორედ კითხვის ინტერესის გაღვივებას ემსახურება კითხვის კლუბის მუშაობა. 

2 ივნისს, II კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს საკლასო კითხვის კლუბის მუშაობა და თანატოლებს მიულოცეს ბავშვთა დაცვის დღე.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს იტალიელი მწერლის - კარლო კოლოდის ზღაპარი „პინოკიოს თავგადასავალი“.

სპექტაკლში ნაჩვენები იყო ძირითადი და საკვანძო მომენტები, რომლებიც ზღაპრის მთავარ სათქმელს გადმოსცემდა - თუ გსურს ბედნიერი იყო, უნდა ისწავლო, იშრომო, სიმართლე თქვა, მეგობრები გაიჩინო, იზრუნო გარშემომყოფებზე და აკეთო ბევრი კეთილი საქმე.

კითხვის კლუბს პედაგოგი ელენე კოკელაძე ხელმძღვანელობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203