პირველი მცდელობა და საუკეთესო ნაშრომად შეფასებული მოხსენება - სართიჭალის N3 სკოლის მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატება სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე
23-06-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ეროვნულ სასახლეში გამართულ 79-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ. 

კონფერენციაზე, სხვადასხვა სექციაში, მონაწილეებმა წარადგინეს ნაშრომები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.

კონფერენციაზე  ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად შეფასდა სართიჭალის N3 საჯარო სკოლი​ს მოსწავლის ნამუშევარი, რომლის ხელმძღვანელო პედაგოგი ლანა ბარბაქაძე გახლავთ. 

„სასწავლო კვლევითი კონფერენცია და ჩვენ ფინალისტები ვართ

ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კვლევითი ნაშრომი შეფასდა ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ეს იყო ჩვენი პირველი მცდელობა აღნიშნულ კონფერენციაზე და პირველივე მცდელობისას მოვხვდით ფინალში“,- აღნიშნავს პედაგოგი და კონფერენციიდან ფოტოებს გვიზიარებს. 

იხილეთ ასევე: „ბრწყინვალე შვიდეული - საუკეთესო ნაშრომების ავტორები და ფინალისტები“- სართიჭალის N3 სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასწავლო-კვლევით კონფერენციაში

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203