„ბრწყინვალე შვიდეული - საუკეთესო ნაშრომების ავტორები და ფინალისტები“- სართიჭალის N3 სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასწავლო-კვლევით კონფერენციაში
23-06-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში. 

მათ შორის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ ეროვნულ სასახლეში გამართულ მოსწავლეთა 79-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციას. 

კონფერენციის 10 სექციაში მონაწილეებმა წარადგინეს ნაშრომები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.

სართიჭალის N3 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა წრის შვიდეულმა კონფერენციაზე ქიმიის სექციაში ფინალში იასპარეზა. 

მოსწავლეთა ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა და საუკეთესოს წოდებაც დაიმსახურა. 

მოსწავლეთა წარმატებით განსაკუთრებით ამაყია პედაგოგი ნინო სამხარაული:

„ჩემი ბრწყინვალე შვიდეული. საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ნაშრომების ავტორები და ფინალისტები. ქიმიის სექცია,მოსწავლეთა 79-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია!!!

მადლობა, ჩემს საუკეთესო შვიდეულს!“,- წერს პედაგოგი და კონფერენციიდან ფოტოკადრებს გვიზიარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203