ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ცინდელიანი საგანმანათლებლო პროექტის აბსოლუტური გამარჯვებულია 
23-06-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო. 

უკვე მე-3 წელია ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელში“. ისტორიის კონკურსში მოსწავლეებმა წელსაც ბრწყინვალედ იასპარეზეს.

2026 წლის „დიდგორელის“ ფინალურ ტურში გადავიდნენ: ნია ცინდელიანი (მე-7 კლასის მოსწავლე), თამარ ცინდელიანი (მე-8 კლასის მოსწავლე) და ანა ნიგურიანი (მე-8 კლასის მოსწავლე).

წლევანდელი ფინალის გამარჯვებული, აბსოლუტური უპირატესობით, გახდა თამარ ცინდელიანი.

მერვე კლასის მოსწავლემ 65-ქულიან ტესტში მაქსიმალური 65 ქულა აიღო, სულ რაღაც 15 წუთში.

„ვულოცავთ თამარს და ისტორიის მასწავლებელს მაია ტვილდიანს ამ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით ჭუბერის სკოლის ასე ღირსეულად წარმოჩენისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლის წარმატება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203